მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩარგალში მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

62b8485daff89
BM.GE
26.06.22 15:51
1898
უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები