ჩარიცხვას 3 თვეა ველოდებით - ქართველი გადამზიდავები პარტნიორებს მომსახურების საფასურს არ უხდიან
BM.GE
13.12.22 15:07
• 187
ქართული გადამზიდი კომპანიები უცხოელ პარტნიორებს შესრულებული მომსახურების საფასურს არ უხდიან და ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს არღვევენ, რის გამოც არაერთმა თურქულმა თუ ბულგარულმა კომპანიამ ქართულ მხარეთა თანამშრომლობაზე უარი თქვა - ინფორმაციას BMG-ის ის კომპანიები უდასტურებენ, რომლებმაც ქართული გადამზიდი კომპანიებისგან ტვირთების ჩამოტანაზე შეკვეთები აიღეს, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. პრობლემაზე საუბრობენ ბაზრის სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ვითარება ქვეყნის მიმართ ნდობას რისკის ქვეშ აყენებს.