"ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართ”, - ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა გასული კვირის ბოლოს, სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე ინფორმაციით, ჩავარდნილი პროექტებიდან ერთ-ერთი 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა. გასული თვე რომ მძიმე იყო სექტორისთვის არ მალავს არც დეველოპერული სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციებში ჯერ ეს არ ასახულა, დარგში მომუშავე კომპანიებმა პირველად ბოლო 2 წლის განმავლობაში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მომხმარებლის მოთხოვნა გადავადებულია და ყველა ვითარების დასტაბილურებას ელის. პროცესებს ართულებს არასტაბილური ლარი, რომელიც როგორც მომხმარებელზე, ისე კომპანიაზე უარყოფითად აისახება.
სტუმარი:
- მარიამ ასათიანი - RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი;
- ბესო ორთოიძე - კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან