მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ChatGPT-ის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა - რამდენი მომხმარებელი დააგროვა ჩატბოტმა?

OpenAi

30 ნოემბერს ChatGPT-ის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა და, შეიძლება ითქვას, OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ბოტის ამოქმედებიდან დღემდე ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცვალა.

2022 წელს OpenAI-მ ახალი ჩატბოტი წარადგინა, რომლისთვისაც ინტერნეტმომხმარებელს ნებისმიერი კითხვის დასმა შეეძლოთ, შედეგად კი ადამიანურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პასუხებს მიიღებდნენ. პლატფორმამ პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და 1 მილიონ მომხმარებელს ამოქმედებიდან 5 დღეში მიაღწია. ორი თვის შემდეგ, 2023 წლის იანვარში კი აპლიკაციას ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. SimilarWeb-ის ბოლი მონაცემებით კი ChatGPT-ის ოქტომბერში 1.7 მილიარდი ვიზიტორი ჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ჩატბოტი OpenAI-მ აამოქმედა, ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა პლატფორმების შექმნა დააანონსეს, რაც ChatGPT-ის ინდუსტრიაზე გავლენის უტყუარი დადასტურებაა. მიმდინარე წლის თებერვალში Google-მა თავისივე AI ჩატ-ბოტი წარადგინა, ანალოგიურად მოიქცა Amazon-იც, რომლის პლატფორმაც, სახელად Q, გასულ თვეს ამოქმედდა.

საინტერესოა, რა არის ChatGPT-ის შემდეგი ნაბიჯები და როგორ აისახება ეს AI ჩატბოტების მომავალზე. 6 ნოემბერს OpenAI-იმ წარადგინა ChatGPT-ის განვითარების გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალში ჩატბოტს საკუთარ საჭიროებებზე სრულყოფილად მოარგებთ და მისი დიზაინი თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად მოერგება. გარდა ამისა, კომპანია საჯარო და კერძო მონაცემთა ბაზების შექმნასაც აპირებს, რომელიც AI მოდელებს სხვადასხვა საკითხს, ენებსა და კულტურებს უფრო სიღრმისეულად “შეასწავლის”, რაც მათ მიერ პასუხების დაგენერირების პროცესს კიდევ უფრო ზედმიწევნითს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები