მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ChatGPT-ს ყოველთვიურად უკვე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს

chatgpt

წამყვანი ამერიკული AI სტარტაპის, OpenAI-ის პოპულარული აპლიკაცია ChatGPT-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების გლობალურმა რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა.

საყურადღებო ფაქტია, რომ, კაცობრიობის ისტორიაში ეს ამ მაჩვენებლის მიღწევის ყველაზე სწრაფი შემთხვევაა. Sensor Tower-ის მონაცემებით, ჩეთბოტმა ამ ნიშნულს მაისში, გაშვებიდან დაახლოებით სამ წელში მიაღწია. ამ შედეგით ტექნოლოგიურმა პროდუქტმა Google Maps-ის, TikTok-ის, Instagram-ისა და YouTube-ის ტემპსაც კი გადაუსწრო.

როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში OpenAI-ის ლიდერობას საფრთხე არაერთი წამყვანი კომპანიის AI მოდელმა შეუქმნა. მათ შორისაა კომპანია Anthropic-ი, რომლის ჩეთბოტ Claude-ის მომხმარებლებიც ყოველთვიურად იზრდებიან. Sensor Tower-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც Claude-ს ააქტიურებენ, ნაკლებად უბრუნდებიან ChatGPT-ს. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მხოლოდ მიმდინარე კვარტალში Claude-ის გლობალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 56 მილიონს მიაღწია. ამასთან, Anthropic-ის პროდუქტის წლიურმა ზრდამ დაახლოებით 640% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ChatGPT-ის 62%-იან ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია OpenAI-მ ChatGPT საზოგადოებას 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის მქონე პროდუქტი მომხმარებლებში პოპულარული თავიდანვე გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები