მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძეზე გამტარუნარიანობა გაიზარდა - ურბანული სააგენტოს მონაცემები

635a70f0a790b
თამთა ჯიჯავაძე
27.10.22 15:48
950
რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მოეწყო, გზის გამტარუნარიანობა გაზრდილია 70%-მდე, ხოლო მგზავრთანაკადი საზოგადოებრივ ტრანსპორტში 43%-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 2019 და 2022 წლების ჭავჭავაძის გამზირზე მარშრუტების რაოდენობის და მაქსიმალური მგზავრთანაკადის მონაცემებია შედარებული. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს მგზავრთანაკადის მაქსიმალურმა ოდენობამ 17 736 შეადგინა, ხოლო 2022 წელს 30 846.

"გზის გამტარუნარიანობა გაიაზრდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოცდის ინტერვალის შემცირების ხარჯზე და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრთანაკადის შეუფერებლად გადაყვანით", - აცხადებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თანდართულ გრაფაში ასახულია ჭავჭავაძის გამზირზე მარშრუტების რაოდენობა და გაჩერებების მიხედვით მგზავრთანაკადის რაოდენობა 2019 და 2022 წელს.



შეგახსენებთ, ვაკეში, რეაბლიტირებული ჭავჭავაძის გამზირი 2020 წელს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გამოიყო, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება გამარტივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები