მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭავჭავაძეზე მაღაზიების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ჯამში 2 000 ლარამდე თანხა მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით უკვე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები