მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭავჭავაძეზე სასტუმრო Hilton Garden Inn-ის გახსნა კიდევ ერთი წლით გადავადდა

58ee0ccdf15ad
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.17 11:00
4735
თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტუმრო Hilton Garden Inn მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. "საქმის კურსთან" საუბარში სამშენებლო კომპანია "რედიქსის" ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად მშენებლობის ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი დოლარია. შედეგად, თბილისის ცენტრში 165 ნომრიანი 14-სართულიანი სასტუმრო განთავსდება.

პროექტის თანახმად კომპლექსში განთავსდება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო. მომხმარებელს მოემსახურება სპაცენტრი და რესტორანი. ზედა სართულზე განთავსდება საცურაო აუზი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით ითქვა, რომ მისი დასრულება 2017 წელს მოხდებოდა. კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისგან პრობლემა შეექმნა. მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მათ წინ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ „რედიქსმა“ მათი ტერიტორია მიიტაცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები