მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა - დეტალები

ვაკე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ, ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, დილის 06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა ილია ჭავჭავაძის გამზირის N76-დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე საგზაო მონაკვეთში. მოძრაობა 14:00 საათისთვის აღდგება.

მანამდე, კი 12:00 საათზე, როგორც დაგეგმილია, თბილისის მერი ვაკის რაიონში ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებს გახსნის.

"მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს", - იტყობინება თბილისის მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები