მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი დაიხარჯება

5ddd1c0edaea3
სალომე მეცხვარიშვილი
26.11.19 17:35
1754
ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტშია აღნიშნული.

ბიუჯეტის პროექტში არ არის დაკონკრეტებული რამდენი სკამის შეძენას აპირებს თბილისის მუნიციპალიტეტი. 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო; მისი რეაბილიტაციის ღირებულება სრულად 8 603 088 ლარია, აქედან 5 161 853 ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტია, მომდევნო წლისთვის კი, 3 441 235 ლარია გათვალისწინებული.

თუმცა, სკამების შეძენა თბილისის ერთ-ერთი ცენტრალრი გამზირისთვის ამ თანხაში არ შედის და 2,5 მილიონი ლარი თბილისში კეთილმოწყობის სამუშაოების ქვეპროგრამიდან არის გათვალისწინებული.

კეთილმოსწობის საქალაქო ღონისძებების ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაცია; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 11 175 000 ლარია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები