მისი თქმით, წელს 2018 წლის პროგრამაში რადიკალური ცვლილებები იმიტომ არ შეიტანეს, რომ პროგრამა მათ განკარგულებაში წლის შუა პერიოდში გადავიდა, შესაბამისად, გარკვეული ვალდებულებები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უკვე აღებული ჰქონდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დრამატული ცვლილებები შარშანდელ Check in Georgia-ს პროგრამაში არ შეგვეტანა, იმიტომ რომ წლის შუა პერიოდში გადმოგვეცა ეს პროგრამა, შესაბამის ბენეფიციარებს უკვე ჰქონდათ მოლაპარაკებები ტურიზმის ადმინისტრაციასთან, უკვე იყო აღებული გარკვეული ვალდებულებები თანადაფინანსების ნაწილში, ამიტომ არც ისინი ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში და არც - საკუთარი თავი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მომავალი წლისთვის ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ პრინციპებზე, რითიც უნდა მოხდეს პროექტის თანადაფინანსება. მინდა ბენეფიციარებს ვუთხრა, რომ გარანტირებულად ნუ ჩათვლიან იმას, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს დაფინანსება", - განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრის მოადგილემ Check in Georgia-ს მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი რეგიონის ისეთი ტურისტების წასახალისებლად კეთდება, რომლებიც ისედაც სტუმრობენ საქართველოს.
მისივე თქმით, Black Sea Arena-ზე გამართული ღონისძიებები ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

























