ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა თანამდებობიდან გადადგა და სამთავრობო კაბინეტი დაშალა. მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან 3-4 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მისი პარტია მილიარდერი პოლიტიკოსის, ანდრეი ბაბიშის “ANO”-სთან კონკურენციაში დამარცხდა და ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა დაკარგა.
ფიალას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ანდრეი ბაბიშმა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება დაასრულა და ახალი საპარლამენტო მოწვევისთვის ემზადება, სადაც მის პრემიერ-მინისტრად არჩევას ახალი საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს.
ცნობისთვის, მილიარდერი პოლიტიკოსი ახალ კაბინეტს რადიკალურ მემარჯვენე “პირდაპირი დემოკრატიის”, ასევე მემარჯვენე-ცენტრისტ “მოტორისტების” პარტიებთან ერთად დააკომპლექტებს. საპარლამენტო სესია ჩეხეთში დეკემბრის თვეში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ბაბიში პრემიერ-მინისტრად გამოცხადდება, ფიალა და მისი მთავრობა თანამდებობებს შეინარჩუნებენ, თუმცა მათი ნაბიჯები მკაცრად შეზღუდული იქნება.




























