მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთმა რუსი ოლიგარქი ბორის ობნოსოვი დაასანქცირა

ბორის ობნოსოვი პუტინი

ჩეხეთმა რუსი ოლიგარქი ბორის ობნოსოვი დაასანქცირა, რომელიც რუსეთში წამყვანი სამხედრო იარაღის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია.

სანქციები ობნოსოვის შვილსა და სიძესაც დაუწესდა, რომლებიც ამჟამად პრაღაში ცხოვრობენ.  მის სიძეს როსტისლავ ზორიკოვს ჩეხეთში ცხოვრების უფლება 2020 წლიდან აქვს. ზორიკოვი მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს.

კერძოდ, ივლისში, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზორიკოვი ძვირად ღირებული ავტომობილებით გადაადგილდება და პრაღაში 4,5 მილიონ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს. აღნიშნული ფონდის ცნობითვე, ობნოსოვის ქალიშვილი ოლგა მამამისის კომპანიის 20%-იან წილს ფლობს.

"შეგახსენებთ, ობნოსოვის კომპანია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების კორპორაცია“ აწარმოებს სამხედრო იარაღს რუსეთის არმიისთვის. „რუსმა ოლიგარქმა, რომელიც იმ იარაღის წარმოების უკან დგას, რომლითაც უდანაშაულო უკრაინელებს კლავენ, საზღაური უნდა მიიღოს“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში შეყვანილია ასევე პატრიარქი კირილი და ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკო, რომელიც ასევე მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს ჩეხეთში.

ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პირებს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ასევე გაეყინებათ აქტივები და ჩეხეთის სისტემებიდან ფინანსური ტრანზაქციების უფლება ერთმევათ.