ჩეხეთში საქართველოს ელჩი, თეა მაისურაძე, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ იგი X-ზე თავად იტყობინება და აცხადებს, რომ რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული.
“დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოზიციის დატოვებაზე.
ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში დგომა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების დაცვა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან ერთად.
საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული”, - წერს მაისურაძე.