მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელსიმ" გასულ სეზონში რეკორდული ფინანსური ზარალი მიიღო

ჩელსის ფინანსური ანგარიში

ლონდონის “ჩელსიმ“ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და გასული კალენდარული წელი შეაჯამა. 2024/25 წლების სეზონში მათ პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, კონფერენს ლიგა მოიგეს და FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

კლუბის შემოსავალმა 490.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც ”არისტოკრატების“ ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ თანხის დიდი ნაწილი პრემიერ ლიგის ტრანსლაციების გაყიდვებიდან მიღებულ თანხასა და საკლუბო მსოფლიოსა და კონფერენს ლიგის საპრიზო ფონდზე მოდის. ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 86.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ფეხბურთელთა გაყიდვით მიღებული სარგებელი - 57.9 მილიონი.

თითქმის ნახევარმილიარდიანი შემოსავლის მიუხედავად, “ჩელსიმ“ 2024/25 წელი მაინც ზარალში დაასრულა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. მათი ოფიციალური განცხადებით, გუნდის ზარალმა 262.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ეს პრემიერ ლიგის კლუბისთვის ანტირეკორდია. 2023/24 წლების სეზონში “ჩელსი“ მოგებაზე გავიდა და 128.4 მილიონი გამოიმუშავა. აქამდე ანტირეკორდი “მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა, როდესაც 2010/11 წლების სეზონში 197.5 მილიონის ოდენობის ზარალი ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები