მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩელთი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

ჩელთი

მეღვინეობა „ჩელთი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან საოჯახო მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ანა მირიანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეღვინეობა ყოველწლიურად საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და ამჟამად, პორტფელში უკვე 27-ზე მეტი ქვეყანა აქვს გაერთიანებული.

„გასულ წელს, მონოპოლიზირებულ ბაზარზე, შვედეთში შევედით. წელს კი ნორვეგიაშიც ვაპირებთ შესვლას.

აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ბაზრებთან, სადაც მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის ბაზრებთან. ამასთან, დიდი ხანია მოლაპარაკებები გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ასევე, ამერიკის ბაზარზე, სადაც ორ შტატში, კერძოდ ბოსტონსა და მასაჩუსეტსში ვართ, გვინდა საექსპორტო არეალი ამ ქვეყანაშიც გავზარდოთ,“-აცხადებს მირიანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა წელიწადში 400 000 ბოთლ ღვინოს ასხამს. ღვინის საწარმოებლად კი 99%-ით საკუთარ ვენახებს იყენებს. წელს ვენახებიც კიდევ უფრო გააფართოვეს. ხოლო, ისეთი ჯიშის ღვინოების საწარმოებლად, რომელიც კახურ ჯიშს არ წარმოადგენს, ამის შესიყვა იმ რეგიონის ფერმერებისგან ხდება.

შეგახსენებთ, „ჩელთი“ ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს, რომლის საექსპორტო პორტფელში 27-ზე მეტი ბაზარია გაერთიანებული. კომპანიაში ექსპორტის წილს 70% უკავია, ადგილობრივს - 30%, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად ცვალებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები