მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემ ცხოვრებას საქმიან ან არასაქმიან ნაწილად არ ვყოფ... ადამიანური და საქმიანი რეპუტაცია იმაზე დგას, რომ სიმართლე ვთქვა - თეონა ბაღდავაძე

თეონა ბაღდავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე „ანალიტიკას“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

წამყვანის კითხვას, როდის ფიქრობ, რომ შენ საქმიან რეპუტაციას დარტყმის ქვეშ აყენებ, როცა ხმას იღებ მიმდინარე მოვლენებზე, თუ როცა ჩუმად ხარ? - მან შემდეგნაირად უპასუხა:

„ჩემ ცხოვრებას საქმიან და არასაქმიან ნაწილად არ ვყოფ. ან სულ ვმუშაობ ან არ ვმუშაობ, ეს პროცესი ჩემთვის ერთი და იგივეა. პირველ რიგში ეს არის ჩემი ადამიანური რეპუტაცია და მოვალეობა".

როგორც თეონა ბაღდავაძე ამბობს, მისი მოვალეობა სიმართლის თქმაა.

„ადამიანებს ღიად იჭერენ ასამართლებენ, ხმას არ იღებენ უსამართლობაზე. GITA-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა ჩემ შვილზე ცოტა უფროსი გოგოები ციხეში გაუშვა. წარმოუდგენელი მგონია რომ ეს ამბავი ოდესმე სხვანაირად გადავხარშო. მას უბრალოდ რაღაც არ მოეწონა, ეს ბავშვები დაიჭირა და ჩაყარა ციხეში. ადამიანებს როცა არ აძლევ საშუალებას თავიანთი მართალი, არა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ ეს დიქტატურაა.

პირველ რიგში ეს არის (სიმართლის თქმა) ჩემი ადამიანური რეპუტაცია და მოვალეობა. რაც „ქართული ოცნება“ სახელმწიფო სათავეშია მათთან მე არ მიმუშავია შეიძლება "სთეიქჰოლდერებად" [დაინტერესებული მხარე] ყოფილიყვნენ რიგი საერთაშორისო პროექტების, რადგან ეს ცხადია სხვა მნიშვნელობის თემაა, თუმცა მე „ქართული ოცნებისგან“ ფული არასოდეს არ ამიღია. ამიტომ მეტი მორალური უპირატესობა მაქვს ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო.

ადამიანური და საქმიანი რეპუტაცია ჩემთვის დგას იმაზე რომ ვისაუბრო სიმართლე. რატომღაც ჩვენი სფეროს სპეციალისტების მიერ და ესეც საბჭოთა კავშირის კლიშეა, რომ კომუნიკაციის დროს კომუნიკაციის სპეციალისტი მაშინ არის მაგარი, როცა რაღაცას მალავ, არა მაშინ არის მაგარი, როცა ზუსტად იმას ამბობს რაც უნდა თქვას იმ კონტექსტში და არა სხვანაირად. ჩემი რეპუტაცია სიმართლის თქმაზე დგას", - განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები