მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი არჩევანი კი არ არის ევროპა ან თვითმიზანი, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა ევროპა - ბექა გონაშვილი

6408197fab129
ინგა მურუსიძე
08.03.23 09:11
1270
ჩემი არჩევანი კი არ არის ევროპა ან თვითმიზანი, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა ევროპა!!!, - ამის შესახებ კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი facebook-ში წერს.

ის გუშინ, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს და გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას.

„მეგობრების წაშლა ამ მჩვევია, მაგრამ როცა ჩემ მეგობრებს შეურაცხყოფას აყენებენ, თანაც უსამართლოდ, ისინი ჩემთან არ უნდა იყვნენ!

ძალიან ბევრი საჭირო კანონი და რეგულაცია გვაქვს მისაღები და წლები სჭირდება ყველაფერს. არის უამრავი შეხვედრები ხოლმე, დღეს კი არა და გუშინ პარლამენტს კანონი მიუღია (პირველი მოსმენით), რომელიც სულ 2 კვირა არ იქნება რაც ”დღის სინათლეზე” გამოვიდა… გუშინ თუ კენჭისყრა იყო, ვერც იფიქრებდა ადამიანი, ვისაც შორი ახლო ურთიერთობა ჰქონია საპარლამენტო მუშაობასთან, 2-3 წელი იღებენ ხოლმე რაღაცეებს!

ასე ცა მოწმენდილზე ასეთი დაძაბულობის შემოტანა უკვე დანაშაულია! ამ ქვეყანას დაწყნარება სჭირდებაო ვიძახით და რანაირად შეიძლება დაწყნარდეს ქვეყანა, როცა პროვოკაციას აწყობ შენი მოსახლეობის შენ თავადვე!

სულ რომ კარგი კანონი იყოს, ამის გაკეთება რა საჭირო იყო, თანაც ასეთი სპეციალური გამწვავებით?! გამოდიხარ და იძახი ევროპა ჩემი თვითმიზანი არააო, კაი შენი არაა, მაგრამ ჩვენთვის ვისთვისაც არის და კონსტიტუციაში მიწერია გამოდის კონსტიტუციურ წესრიგს არღვევ?! მაშინ ეს არის ზუსტად დანაშაული!

მაგრამ მთელ ამ პროცესში ჩემთვის დანაშაულია სპეციალურად პროვოცირებული (და ამაში ნურავინ შემეკამათებით!) პროცესი, 2 კვირაში ყველასთან შეხვედრას ვერ მოასწრებ, ხალხთან კომუნიკაციას ვერ მოასწრებ და ვერ მოასწრებ ახსნას, თუ ეს კანონი კარგია რომ გააგებინო, სხვა მხრივ მიიღებ ამ რეაქციას, იცი! და მაინც აკეთებ! მაშინ ნუ აბრალებ ნურავის, ნურც ნაცსა და ნურც NGO-ს პროვოკაციის მოწყობაში!!!

დღეს რომ დავბრუნდები ქალაქს, მეც გავალ აქციაზე და ისევ ჩემ შვილებთან ერთად! რადგან ამდენ სიბინძურეს ამ ქვეყანაში ამდენი წელი იმიტომ ვიტან, რომ ამათ არ მინდა ამაზე საფიქრალი ჰქონდეთ, ისევე როგორც თქვენ შვილებს!

ჩემი არჩევანი კი არაა ევროპა, ან თვითმიზანი, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა ევროპა!!!

პ.ს. ბებიათქვენისამ, ერთი რომელიმემ მიწოდეთ ოდესმე უცხოური გავლენის აგენტი!!!“, - წერს ბექა გონაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

გუშინ გამართული საპროტესტო აქცია გვიან ღამით დაიშალა. მანამდე პოლიციამ წყლის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები