მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემი გადაყენების გადაწყვეტილება ივანიშვილთან კონსულტაციების გზით იქნა მიღებული"

5cdbde7f0aa13
თათია ჩაფიჩაძე
15.05.19 13:33
1003

„გადაწყვეტილება რათქმაუნდა მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის გზით იქნა მიღებული“ - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ მის გადაყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.

ქობულიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა, მისი გადაყენების უფლებამოსილება კი პრემიერ-მინისტრს გააჩნდა.

„ბევრჯერ გავაკეთე განცხადება, რომ მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ- მინისტრს და მან დაწერა განცხადება.

ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის გზით იქნა მიღებული“ - აღნიშნა ქობულიამ.


რაც შეეხება მიზეზებს, ქობულიას ინფორმაციით, მისი და მმართველი გუნდის წევრების ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

„ეს იყო მთელი რიგი მიზეზები. მე არ ვუჭერდი მხარს რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი მოხსენება და შეიძლება ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი“ - აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები