სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, საარჩევნო ურნაში ყრიან ბიულეტენებს.
„სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გამოაძევეს. შემთხვევა მარნეულის #69-ე უბანზე მოხდა“, - განმარტავენ ორგანიზაციაში და ადასტურებენ, რომ ვიდეო ნამდვილად დღეს არის გადაღებული.
bm.ge-იმ დარღვევასთან დაკავშირებით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.