"ჩემი მინისტრობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 7%-ზე იყო, ახლა კი ეს მაჩვენებელი 2-3 %-ია", - განაცხადა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი განცხადებით, რეფორმები, რომელიც საქართველოში ჩატარდა ქვეყნის უპირატესობაა და ამ რეფორმებს დღეს ბევრ უნივერსიტეტშიც კი ასწავლიან.
"ჩემი აზრი შესაძლოა ბევრია ადამიანმა სუბიექტურად ჩათვალოს, მაგრამ თუნდაც ჩემი მინისტრობის პერიოდში, 2011 წელს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 7%-ზე იყო, ახლა კი ეს მაჩვენებელი 2-3 %-ია. მე დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლობლები და ნათესავები ცხოვრობენ და ვიცი, რომ საზოგადოება მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ ყველა მხრივ. შეიძლება რესურსები არ გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ცოდნითა და უნარით მაქსიმალურად უნდა დავამყაროთ თუნდაც სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან. შეგვიძლია კორეის მაგალითს შევხედოთ, რომელიც ბოლო 10-20 წლის განმავლობაში მხოლოდ იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ პრეფერენციული ხელშეკრულებების დადება შეძლო სხვა ქვეყნებთან", - ამბობს ქობალია.

























