მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი მიზანია, IT სფეროში ჩართულობა გავაძლიერო - ვახტანგ თურნავა

ვახტანგ თურნავა

"ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიაში მერვე ნომრად ვახტანგ თურნავა დასახელდა. როგორც მან მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მისი მიზანი, ქვეყანაში IT ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებაა.

"IT სფეროში ვმოღვაწეობდი, დაახლოებით, 15 წელი. ჩემი მიზანია, ამ სფეროში ჩართულობა გავაძლიერო. IT არის მომავლის სფერო, დაახლოებით, 3-4 მილიარდი უკვე შემოვიდა საქართველოში. გვინდა, რომ ეს სფერო უფრო პოპულარული გავხადოთ. ვფიქრობ, ერთადერთი პარტია, რომელიც შეძლებს ევროინტეგრაციას, "ქართული ოცნებაა", - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია - სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები