საგარანტიო ფონდის შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ Bm.ge-ს მებოცვრეობის ფერმა "ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელმა ვანო იოსელიანმა განუცხადა.
"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგადად, ბოლო წლებში, ბევრი კარგი სამთავრობო პროექტი ხორციელდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ტიპის წარმოებაზე ეს მნიშვნელოვნად აისახა. შეიძლება ბევრი გვეყოყმანა და გვეფიქრა, დაგვეწყო თუ არა ამ ფერმის გაკეთება, რომ არა ის სახელმწიფო პროგრამები, რაც ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ რამდენიმე კომპონენტში ვმონაწილეობთ. გამოვიყენეთ როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე აგროლიზინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“, - განაცხადა ვანო იოსელიანმა.

























