მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი ვერანაირი დახმარება ვერ გადაარჩენს ოცნების კანდიდატს"

5bd80f1346c2e
თამუნა დემეტრაშვილი
30.10.18 11:56
572
"სახელისუფლებო ცვლილება არის გარდაუვალი. ჩემი მიხმარების გარეშეც, მგონი ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს და ჩემი ვერანაირი დახმარება ვერ გადაარჩენს ოცნების კანდიდატს", - ასე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები დავით უსუფაშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა".

პრეზიდენტობის ახლა უკვე ყოფილმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ არცერთ კანდიდატს მეორე ტურში მისი მხარდაჭერა არ ექნება. უსუფაშვილის სურვილია პრეზიდენტი ქვეყნის გამაერთიანებელი ფიგურა იყოს, ასეთი კი, მისი აზრით არცერთ კანდიდატი არაა. "შენების მოძრაობის" ლიდერის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების საკითხი უკვე მომწიფებულია.

"ქართულმა ოცნებამ საქართველოს ნაციონალური მომავალი განუსაზღვრა და დაუგეგმა. ახლა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი და ზრუნვა, რომ ერთი ტიპის, ერთ პარტიული და ერთპიროვნული სისტემიდან არ მივიღოთ, უკვე სხვა ტიპის ერთპიროვნულ- ერთპარტიული სისტემა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მან მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება "მაზოხისტივით მოიქცა“.

"ასეთი მაზოხისტი ხელისუფლება საქართველოში არ მახსოვს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა საარჩევნო პროცესში ვიყავი ჩართული ამა თუ იმ ფორმით, თუმცა ამაზე თვითდამაზიანებელი საარჩევნო კამპანია არასოდეს ყოფილა. ამისთანა არაფერი მინახავს. ესაა უთაობის პრობლემა, არაკვალიფიციურობის პრობლემა, ათასნაირი ხელისუფლება გვყოლია, მაგრამ ახლა გვაყავს ყველაზე უფრო არაკვალიფიციური", - დასძინა უსუფაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები