მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემპი“ - ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით გამოჩნდა

61464bffa9992
მარიამ იზორია
19.09.21 10:25
964
ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ბრენდი „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით - „ჩემპით“ გამოჩნდა. კომპანიის მიზანია, შექმნას ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია, რისთვისაც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

„სხვადასხვა მიზეზის გამო რებრენდინგი გადავწყვიტეთ; ვფიქრობთ, „ჩემპს“ უფრო გლობალური ხასიათი და საერთაშორისო პოტენციალი აქვს. გვსურს, ჩვენი კომპანია ჯანსაღი „სნექის“ მწარმოებელი პიონერი ბრენდი გახდეს. დიდი გეგმები გვაქვს, რომელთა განხორციელებას ახლა ვიწყებთ - სხვა ხილს არ დავამატებთ, მხოლოდ ვაშლის ბაზაზე შევქმნით სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გემოებს, ასე ვუახლოვდებით იმ იდეას, რომ „ჩემპი“ ვაშლის ჩიფსების ინდუსტრიას შექმნის“, - ყვება bm.ge-თან „ჩემპის“ დამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი.

ინფორმაციისთვის: „ჩემპის“ პროდუქცია „აგროჰაბში“, „ევროპროდუქტსა“ და „გუდვილში“ იყიდება. გარდა ამისა, ჯანსაღი „სნექი“ ექსპორტზე აშშ-იც გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები