მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცლვილებებია - ამერიკული მოდელი ინერგება

ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე

ევროპული ფეხბურთის მესვეურებმა 2027-28 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს: სეზონი ლიგის მოქმედი გამარჯვებულის საშინაო მატჩით გაიხსნება, რომელიც სამშაბათს, სხვა შეხვედრებისგან დამოუკიდებლად ჩატარდება. ლიგის ფაზის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

ეს მოდელი UC3-ის სახელითაა ცნობილი და უეფასა და ევროპული საფეხბურთო კლუბების საერთო ინიციატივა და წამოწყებაა. ცვლილება მედიის უფლებების სატენდერო პროცესის ნაწილია, რომელიც ევროპის ხუთ ყველაზე დიდი მარკეტს - ინგლისს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და გერმანიას მოიცავს 2027-33 წლების ჩემპიონთა ლიგის ციკლისთვის.

ეს ფორმატი ამერიკული მოდელის ანალოგია. NFL-ი ახალ სეზონს ყოველთვის "სუპერ ბოულის“ ტრიუმფატორის მატჩით ხსნის, ისევე როგორც NHL და NBA. მაგალითისთვის, წლევანდელი NHL-ის სეზონი გასულ კვირას სტენლის თასის მოქმედი გამარჯვებულის, ფლორიდას თამაშით დაიწყო, მომავალ კვირას კი NBA-ის ახალ სეზონს ოკლაჰომა საკუთარ დარბაზში გახსნის.

ამ ფორმატით გერმანიის ბუნდესლიგა უკვე დიდი ხანია ხელმძღვანელობს და 2002 წლიდან მოყოლებული, წინა სეზონის გამარჯვებული ახალ სეზონს საშინაო კედლებში, პარასკევს გამართული ერთადერთი მატჩით ხსნის. პრემიერ ლიგაში ოფიციალური წესი არ არსებობს, თუმცა ბოლო 3 სეზონიდან 2-ში, მათ შორის, წელსაც, ახალი სეზონი პარასკევს საღამოს სწორედ ჩემპიონის მატჩით დაიწყო.

როგორც The Athletic იუწყება, უეფასა და ტოპ კლუბებს სურთ, რომ ევროპული ფეხბურთის გათამაშებებიდან შემოსულმა მედიის წლიურმა შემოსავალმა 5 ბილიონ ევროს გადააჭარბოს. ამერიკული სააგენტო Relevent, რომელსაც უფლებების პაკეტი პირველად გადაეცა, გეგმავს ისეთ მედია პლატფორმებს, როგორიც Apple, DAZN და Netflix არიან, ჩემპიონთა ლიგის სეზონის მინიმუმ ერთი მატჩის ჩვენების ექსკლუზიური უფლება მიჰყიდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები