მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემს არცერთ პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს. როგორ უნდა ვენდო [სასამართლოს]" - ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი
20.06.25 13:58
97

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბაჩიაშვილიც ესწრება. საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ეხება.

IPN-ის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა სხდომაზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას კითხვით მიმართა: "ჩემი მოტაცების შემდეგ გავიდა 3 კვირა. ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა. არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა. მაინტერესებს, სასამართლომ რამე რეაგირება მოახდინა თუ არა?

1 კაცის ჩვენებაზე 11 წელი მაქვს მისჯილი. ჩემ საქმეზე დევს 2 უტყუარი მტკიცებულება. რა რეაგირება მოხდა და არის თუ არა მოსამართლისთვის რამე ცნობილი?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

როგორც IPN წერს, ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ ბაჩიაშვილს ასე უპასუხა:

„ამ პროცესზე თქვენი არც ერთი უფლება არ დაირღვევა. ამაზე ვაგებ პასუხს. დღევანდელ პროცესზე , რაც მე მეხება, არის საზღვრის უკანონო კვეთა. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მოსამართლე პასუხს ვერ აგებს იმ საქმეზე, რომლის განხილვაც მას არ ეხება“, - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.

თავის მხრივ, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლოს ვერ ენდობა.

„არ აქვს ჩემს არც ერთ პროცესში მონაწილეობას აზრი. როგორ უნდა ვენდო [სასამართლოს]?“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები