მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემს გავლილ კილომეტრებს თუ დავაჯამებთ, შეიძლება, მთავარეს შემოვუფრინოთ და უკან დავბრუნდეთ"

5cf68803afa1e
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.19 22:00
1601
საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ეხმაურება IDFI-ის კვლევას, რომელიც გუბერნატორების მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეულ საწვავის ხარჯებს ეხება. კვლევის მიხედვით, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

“ჩემს გავლილ კილომეტრებს თუ დავაჯამებთ, შეიძლება, მთავარეს შემოვუფრინოთ და უკან დავბრუნდეთ”, - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, გუბერნატორებს პრემიერისგან მკაცრი დავალება აქვთ მიღებული, ყოველდღიურად იარონ ხალხთან.

“ეს მგონია, სწორი მუშაობა, თუმცა, რისთვის დადიან, ეს არის მთავარი. დავდივართ იმისთვის, რომ საქმე გავაკეთოთ...  როდესაც საუბარი არის იმაზე, რამდენჯერ შემოუვლიდნენ ამ საწვავით დედამიწას... 400 ათასი კმ მაქვს გავლილი მხოლოდ ჩემი მინისტრობის პერიოდში, რადგან მქონდა განსაზღვრული ამოცანა, რომ ყოველდღე უნდა მქონოდა შეხება დევნილებთან და ყველგან უნდა ვყოფილიყავი, ეკომიგრანტებთან, დევნილებთან”, - აცხადებს სოზარ სუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები