მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემს ოცნებაში უფასოა ეს ვაშლები. დათვლილი ხარჯები არ მოყოლია ოცნებას" - (ვიდეო)

590b186c16ecb
თელარა გელანტია
04.05.17 15:59
2341
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრ, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში “უფასო ვაშლებთან“ დაკავშირებით თავის კოლეგას, სოფლის მეურნეობის მინისტრს ესაუბრება.  ამის შესახებ ჯეჯელავამ "საქმის კურსს" გადაცემა "რეალურ სივრცეში" გაკეთებული იმ განაცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ვიცე-პრემიერის ოცნებაა, ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს.

"შვედეთშია არის ასეთი პროექტი და სხვა ქვეყნებშიც. ჩემსკოლეგას ვესაუბრები ამ თემაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ჯერ ნაწილ სკოლებში გადაიქცევა რეალობად და შემდეგ საბოლოო ჯამში, ყველა სკოლაში“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

"საქმის კურსის" კითხვას - იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის ვაშლები უფასო და თუ აქვთ ხარჯები დათვლილი, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩემს ოცნებაში უფასოა ეს ვაშლები. დათვლილი ხარჯები არ მოყოლია ოცნებას, თუმცა აუცილებლად დავთვლით, როცა განხორციელების ეტაპზე გადავალთ“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები