მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემს სახლში ისე მიმდინარეობს ჩხრეკა, არც მე მიშვებენ და არც ადვოკატს - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე

ამ წუთებში პროკურატურის წარმომადგენლები მოძრაობა "სირცხვილიას" ყოფილი წევრის მარიამ გეგუჩაძის სახლს ჩხრეკენ. როგორც გეგუჩაძემ "პუბლიკას" უთხრა, ჩხრეკა მის საკუთრებაში არსებულ სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ახლა ბიძა და მისი ცოლი ცხოვრობენ.

"ჩემს სახლში ისე მიმდინარეობს ჩხრეკა არც მე მიშვებენ და არც ადვოკატს. არიან თვითონ და არ გვიშვებენ. სახლში სავარაუდოდ, ბიძაჩემია, რადგან ტელეფონს არ პასუხობს, ვურეკავ და გამორთული აქვს. სახლში არიან შესულები, რადგან ჩემს სახელზეა და შესაბამისად ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს ეს მოქმედებები, ვითხოვ რომ შემიშვან. [ჩხრეკა] უკავშირდება მოძრაობა სირცხვილიას", რომელიც გაუქმებულია", - ამბობს გეგუჩაძე.

დილიდან ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში. ასევე "სირცხვილიას" ყოფილი წევრის მარიამ ბაჯელიძის სახლშიც. პროკურატურაში ამ დრომდე არ განმარტავს სახლებში ჩხრეკის ჩატარების მიზეზებს. იმ განჩინების თანახმად, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ბაჯელიძის სახლში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები