მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემს თავს HT Solutions-თან ერთად გლობალურ ბაზარზე ვხედავ“ - ნინო გვაზავა ქალების ნარატივში

BM.GE
10.03.21 13:48
1170

"პანდემიის ფონზე, IT დეპარტამენტსა და დეველოპერებზე წამოვიდა უზარმაზარი ტალღა- კომპანია HT Solutions-ის გენერალური დირექტორი ნინო გვაზავა „ალების ნარატივში“

 

-ახლა უკვე გენერალური დირექტორის პოზიციიდან, გეგმავთ თუ არა HT Solutions-ში ცვლილებებს?

-კომპანიაში ბევრი ცვლილება გვექნება, ბევრი გამოწვევა ჩანს უკვე ასპარეზზე. პირველ რიგში შევცვლით კომპანიის მისიას. HT Solutions-ს დაახლოებით 12 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და არის მიმართულებები, საითაც თანამშრომლები მთელი გულით, გამოცდილებით, ენერგიით მიდიოდნენ, თუმცა ეს აქამდე დეკლარირებულ მისიად არ გვქონია. ახლა ვაპირებთ, რომ ეს მისიაში გადავიტანოთ და შესაბამისად შევცვალოთ კომპანიის სტრატეგიაც, ხედვაც, გარკვეული როლიც, სტრუქტურაც. მისიას ვხედავთ ასე - გვიყვარს ძალიან ქვეყანა და გვინდა რომ ტექნოლოგიურად საქართველოს სახე იყოს HT Solutionsდა პროფესიონალების გუნდით გავიდეთ ექსპორტზე და გლობალურად მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო კომპეტენციით და იმ ამაყი მხარეებით, რითაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა იცოდეს მსოფლიომ.  

 

-HT Solutions პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც კომპანიებს DevOps-ის გადაწყვეტილებების და მეთოდოლოგიის დანერგვაში ეხმარება. რამდენად დიდია დღეს ამაზე მოთხოვნა?

-დღეს შედარებით სხვა რეალობაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით. 2019-2020 წლებში ვამბობდით, რომ არ დარჩენილა ინდუსტრია, რომელშიც ტექნოლოგიებმა ციფრული ტრანსფორმაცია არ მოახდინა; ბიზნესები, რომლებიც ტექნოლოგიურად ძლიერები იყვნენ, გახდნენ წამყვანი ბიზნესები შესაბამის ინდუსტრიებში და პირიქით. პანდემიის შემდეგ კი ეს სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მომხმარებლები რამდენიმე თვეში სრულად გადავიდნენ ციფრულ სამყაროში და შესაბამისად IT დეპარტამენტსა და დეველოპერებზე წამოვიდა უზარმაზარი ტალღა, რომ მათ მოკლე დროში შეექმნათ ახალი აპლიკაციები, ახალი ციფრული პროდუქტები, მაღალი ხარისხის სერვისები. DevOps კი ეხმარება IT დეპარტამენტს სწრაფად და ხარისხიანად გაიტანოს ციფრული პროდუქტები ბაზარზე. ამას აკეთებს ავტომატიზაციის მექანიზმებით. DevOpsარის ფაქტობრივად, კონვეიერის ჩასმა აპლიკაციების დეველოფმენთის ციკლში, იმისთვის რომ პროცესი უფრო სწრაფი, თანმიმდევრული, გამჭირვალე და ეფექტური იყოს. 

 

-როგორ არწმუნეთ კომპანიებს ამ სერვისის მნიშვნელობაში?  

-პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ბიზნესიდან, პირველ რიგში, IT დეპარტამენტს შეუქმნა ძალიან დიდი მიზნები და გამოწვევები და შესაბამისად, DevOps-ზე მოთხოვნა კოლოსალურად გაიზარდა. დარწმუნებაც, შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით უფრო მარტივი გახდა. ტენდენცია მიდის იმ მხრივ, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება IT დეპარტამენტი, მით უფრო ძლიერი იქნება ბიზნესი ბაზარზე და შეინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას. როგორ წესი ინიციატივა მოდის ხოლმე დეველოპერებისგან, ITდეპარტამენტისგან და ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით რომ მცირე პილოტის ფორმატში დაამტკიცონ თავიანთი იდეების ვალიდურობა და ეფექტურობა და შემდეგ ჩვენ უკვე მასშტაბირებაში ვეხმარებით, მთელი კომპანიის ჭრილში.  

 

-საქართველოში რამდენად რელევანტურია DevOps?

-საქართველოს ბაზარზე დაახლოებით, ალბათ, 2015-2016 წლებიდან გახდა ეს მიმართულება პოპულარული. კვლევების გარეშეც ჩანს, რომ დიდ კომპანიებს DevOps-ის მიმართულებით აიტი დეპარტამენტში ვაკანსიები სულ აქვთ გამოცხადებული. ჩვენ ვეხმარებით, რომ კომპეტენცია, რომელიც გუნდის შიგნით გვაქვს, მაქსიმალურად გავუზიაროთ მათ, თუნდაც კონსალტინგისა და ტრენინგების მიმართულებით. ასევე, პირადად შემაქვს წვლილი, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჭრილში, იმაში, რომ ახალგაზრდებმა DevOps-ის სპეციალობა აითვისონ, რითაც, მომავალში ძალიან კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე და ექნებათ საშუალება წამყვან ორგანიზაციებში დასაქმდნენ, მაღალი ანაზღაურებით.   

 

-უცხოელები თუ გყავთ კომპანიაში დასაქმებულები ან ახალი მიმართულებების დასანერგად თუ ჩამოგყავთ ხოლმე?

-გვექნება სიახლე, ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ ძალიან ძლიერ უკრაინელ პროფესიონალთან, მის ვინაობას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გავამხელთ. ზოგადად, სხვადასხვა პროექტების ჭრილში ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან. 

 

-როგორც ვიცი, თქვენი პასუხისმგებლობის არეალშია ინფრასტრუქტურის და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტებიც...

-ყოველ დილას ვიწყებთ 15 წუთიანი stand-up შეხვედრით. გუნდის შიგნით ვაკეთებთ სინქრონიზაციას, რადგან ეს დეპარტამენტები ფაქტობრივად მუშაობენ ისე, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციები. ვგულისხმობ, Cyber security-ს, DevOps-ს და ინფრასტრუქტურას.  
 

 - როგორ მივადევნოთ თვალი ჰიბრიდულ multi-cloud გარემოში გაშვებული ჩვენი აპლიკაციის გავლენას მომხმარებლებსა და კომპანიის მოგებაზე?  

-სანამ პანდემია დაიწყებოდა, გლობალურად, enterprise-ების დაახლოებით 20% იყო cloud-ის მიმართულებით გადასული და ვარაუდობნენ, რომ 2030-2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი ავიდოდა 80%-მდე. დღეისთვის ვხედავთ, რომ 80%-მდე ზრდა დაუკავშირდა 2025 წელს. შესაბამისად, cloud-ში სისტემების მართვა, მათი მონიტორინგი იქნება ბიზნესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალურად, ასევე, საქართველოში. ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით, რომ ნახონ მომხმარებლების კმაყოფილება. რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის, ფინანსურ ინდუსტრიაში, ჩვენ დავინახეთ, რომ მათი მომხმარებლების კმაყოფილება და აპლიკაციების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა.


-საქართველო დღეს მაინც რჩება იმ ქვეყნების ჩამონათვალში სადაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა დაბალია - ამ მხრივ საქართველოს სად ხედავთ?

-ჩემთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც იქმნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტბანკი, სადაც ფინანსურ ინდუსტრიაში კონფერენციებზე საუბრობენ, რომ ტრანზაქციების გაციფრულების დონე არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, სადაც მოსწავლეები იღებენ საერთაშორისო, IT გამოცდებსა და კონფერენციებში უმაღლეს შეფასებებს. 

  

 
-იმ საქმეში, სადაც თქვენ ხართ ძალიან ბევრი კაცია და ძალიან ცოტა ქალი...

-როდესაც ამ კომპანიაში აღმოვჩნდი, 20-25 კაციან შეხვედრაზე ხანდახან ერთი ქალი ვიყავი ხოლმე. მიხარია, რომ დღეისთვის კომპანიაში ამ თანაფარდობას ვცვლით.

 

-რამდენადაც ვიცი, ფლობთ ჩინურ ენას...

-გვაქვს გამოთქმა - „ეს ჩემთვის ჩინურია“. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. 

 

-მომავალში სად ხედავთ თავს?

-დღეს სრულად ITმიმართულებაში ვარ ჩართული, გვავქს ძალიან ბევრი იდეა. ჩემს თავს HT Solutions-თან ერთად გლობალურ ბაზარზე ვხედავ. ამავდროულად ვეხმარები სტუდენტებს რომ IT მიმართულებით თავი დაიმკვიდრონ.

 




სტუმარი: ნინო გვაზავა - კომპანია HT Solutions-ის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები