მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემთვის ყველაზე მისაბაძი მენეჯერი ჰენრი ფორდია"

5d1f2238523b7
ლევან თაღიაშვილი
05.07.19 14:20
977
ბიზნესმენის თემურ ჭყონიას განცხადებით, მისთვის ყველაზე მისაბაძი მენეჯერი სხვა ანტერპრენიორებთან ერთად Ford-ის დამფუძნებელი ჰენრი ფორდია. მისი თქმით, კარგი მენეჯერი გადაწყვეტილების მიღებისას სამართლიანი და მკაცრი უნდა იყოს. 

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი მენეჯერი ჰენრი ფორდია. კარგი მმართველი გადაწყვეტილებაში უნდა იყოს სამართლიანი და მკაცრი. ჩვენთან თვლიან, რომ კარგ მენეჯერს ბევრი ფული უნდა ჰქონდეს, ეს არაა რეალურად განმსაზღვრელი, ეს უბრალოდ შედეგია. ადამიანს პირველ რიგში, საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს და იცოდეს, ახლა ისეთ რამეს ვამბობ, რაც ბავშვმაც კი იცის, თუმცა სიმართლე ესაა.

გარდა ამისა უნდა ესმოდეს საქმის გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მოტივაცია არ დაკარგოს. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს შურიანი, ბოღმიანი, უნდა უსმენდეს ჭკვიან ადამიანებს, არ უნდა თქვას, რომ რაღაც ზღვარს მიაღწია და განვითარება აღარ სჭირდება და ა.შ. ურთულესია იყო კარგი მენეჯერი," - აცხადებს ბიზნესმენი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები