მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CHERY-ის ახალი შოურუმი თბილისში: „სენა ავტო ჯგუფმა“ 20 წლის იუბილე ახალი მოდელებით აღნიშნა

CHERY-ის ახალი შოურუმი თბილისში: „სენა ავტო ჯგუფმა“ 20 წლის იუბილე ახალი მოდელებით აღნიშნა
13.11.26 08:53
• 185

7 ნოემბერს თბილისში, „სენა ავტო ჯგუფმა“ CHERY-ის ახალი შოურუმი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიება კომპანიისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: 2026 წელს „სენა ავტო ჯგუფი“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, CHERY კი 2025 წლიდან მისი ექსკლუზიური დისტრიბუციით არის წარმოდგენილი საქართველოში.

საზეიმო ღონისძიებასა და მედია ტურს პარტნიორები, საპატიო სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ადგილზე გაეცნენ CHERY-ის უახლეს მოდელებს, კონსულტაცია მიიღეს ბრენდის წარმომადგენლებისგან და ტესტ-დრაივის დროს საკუთარი გამოცდილებით შეაფასეს ავტომობილების კომფორტი და მართვის თავისებურებები.

CHERY საქართველოში: TIGGO-ს SUV-ები და ARRIZO-ს სედანები

„სენა ავტო ჯგუფი“ CHERY-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში 2025 წლიდანაა. ბრენდის სამოდელო ხაზში წარმოდგენილია როგორც TIGGO-ს SUV სერია, მათ შორის TIGGO 4, TIGGO 7, TIGGO 8 და TIGGO 9, ისე ARRIZO-ს სედანის მოდელები. TIGGO-ს აღნიშნული მოდელები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბენზინის, ისე CHERY Super Hybrid ტექნოლოგიით აღჭურვილი ვერსიებით.

CHERY საერთაშორისო საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1997 წლიდან ვითარდება და განსაკუთრებულ ყურადღებას ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს უთმობს. კომპანიის გაყიდვებისა და მომსახურების ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, მომხმარებელთა რაოდენობა კი მსოფლიოში 18 მილიონს აღემატება.

„CHERY. FOR FAMILY.“— უსაფრთხოება, კომფორტი და თანამედროვე ტექნოლოგიები

2026 წელს CHERY-მ ახალი გლობალური ბრენდპოზიციონირება — „CHERY. FOR FAMILY.“ — წარადგინა. მის ცენტრში ოჯახის საჭიროებები, უსაფრთხოება, კომფორტი და თანამედროვე ტექნოლოგიებია: ავტომობილი აქ არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებად, არამედ ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად განიხილება.

2026 წლიდან CHERY-ის გლობალური ბრენდამბასადორი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკია. ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს — ოჯახზე ზრუნვას, პასუხისმგებლობასა და სრულყოფილებისკენ მუდმივ სწრაფვას. ლევანდოვსკისთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ამყარებს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, რომლის მთავარი პრიორიტეტი ოჯახი და მისი კეთილდღეობაა.

უსაფრთხოება CHERY-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდის ავტომობილებს დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაციის, Euro NCAP-ის უსაფრთხოების ტესტებში უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება აქვთ მიღებული. აღნიშნული შეფასება მოიცავს მგზავრების, მათ შორის ბავშვების დაცვას, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებასა და მძღოლის დამხმარე სისტემების ეფექტიანობას.

კომფორტთან ერთად, CHERY განსაკუთრებულ ყურადღებას გადაადგილების ეფექტიანობასაც უთმობს. ბრენდის Super Hybrid ტექნოლოგია აერთიანებს ბენზინისა და ელექტრული ძრავის შესაძლებლობებს, რაც შესაბამისი მოდელისა და გამოყენების პირობების მიხედვით საწვავის უფრო ეკონომიურ მოხმარებას, მოქნილ გადაადგილებასა და ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს.

„სენა ავტო ჯგუფი“: 20 წელი საქართველოს საავტომობილო ბაზარზე

„სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და სამგზავრო და კომერციული ავტომობილების დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საკუთარი ელექტრომობილების ბრენდის, SENA-ს განვითარებაც, რომლის სახელითაც უკვე იყიდება როგორც სამგზავრო, ისე კომერციული ელექტრომობილები.

სპეციალური შეთავაზება შოურუმის გახსნასთან დაკავშირებით

CHERY-ის ახალი შოურუმის გახსნასთან დაკავშირებით, 15 დეკემბრის ჩათვლით ბრენდის მოდელებზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება — ფასდაკლება 6,000-დან 10,000 ლარამდე, შერჩეული მოდელისა და კომპლექტაციის მიხედვით.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ახალ შოურუმს, ადგილზე გაეცნონ ავტომობილებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც მოდელების, ისე სპეციალური შეთავაზების პირობების შესახებ.

CHERY-ის ახალი შოურუმი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №226. დამატებითი ინფორმაცია მოდელების შესახებ ხელმისაწვდომია CHERY Georgia-ს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები