ჩინეთში საკუთარ ინოვაციური კონფერენციაზე Chery-მ სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება წარადგინა. მფრინავი ავტომობილი ვერტიკალური აფრენის და დაშვების შესაძლებლობით. პროტოტიპი შემუშავების პროცესშია, თუმცა სატესტო ფრენები უკვე შესრულდა და სიახლემ 80 კილომეტრი იფრინა.სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მისი სახელიდან ჩანს, გადაადგილება ხმელეთზეც შეუძლია და ჰაერშიც,თუ, მაგალითად, საცობია, მოწყობილობას შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და ასევე ვერტიკალურად დაშვება თავისუფალ გზაზე.სალონში ორი ადამიანის ადგილია. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე ერთი კილომეტრია, სიჩქარე საათში 120 კილომეტრი. ავტომობილს ჰაერში დაახლოებით 40 წუთის გატარება შეუძლია. სხვა ტექნიკური დეტალები პროტოტიპზე უცნობია.