ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა, Chevron-მა და ExxonMobil-მა მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნეს.
Chevron-ის კვარტალურმა შემოსავალმა $67.8 მილიარდი შეადგინა, რითაც $61.6-მილიარდიან პროგნოზს გადაუსწრო. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $3.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $9.9 მილიარდი შეადგინა, ერთ აქციაზე განაწილებული მოგება კი 4.89 დოლარის ნაცვლად, 5.28 დოლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება ExxonMobil-ს, კომპანიის შემოსავალი $103.1 მილიარდის ნაცვლად, $113.2 მილიარდამდე გაიზარდა. თუ 2025 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ $7.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $15.4 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის ფინანსური ზრდა დიზელის საწვავზე გლობალურად გაზრდილ ფასებსა და ნავთობის გადასამუშავებელი ქარხნების სრული დატვირთვით მუშაობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, აშშ-ირანის ომის გამო, წელს ნავთობი 90%-ით არის გაძვირებული.
























