მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთმა 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა დღეს დაასრულა

6074563e49716
ნათია თაქთაქიშვილი
12.04.21 19:20
760
ჩეხეთმა სამი თვის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დღეს დაასრულა. ასევე დღეს დასრულდა კომენდანტის საათი და მოიხსნა აკრძალვები ქალაქებს შორის გადაადგილებაზე. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეიდან ჩეხეთში სწავლა დაიწყება დაწყებით კლასებსა და ზედა ჯგუფების საბავშვო ბაღებში. საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსზე ტესტები კვირაში ორჯერ ჩატარდება. თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდება, კლასებში ყველა მოსწავლის ეტაპობრივი დაბრუნება მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი.

ჩეხეთში შეზღუდვების შემსუბუქება ასევე შეეხება ზოოპარკებს და ბოტანიკურ ბაღებს; რესტორნების სამუშაო დრო კი ერთი საათით 22:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ასევე, დღეიდან ჩეხეთში მუშაობა სასოფლო-სამეურნეო ბაზრებმა, სამრეცხაოებმა, მანქანების სათადარიგო ნაწილების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საკანცელარიო საქონლის, ბავშვთა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებმა განაახლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები