მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიაბერაშვილი FDI-ს კლებაზე: მთავრობამ ახალი პროექტების დასაწყებად რატომ არაფერი გააკეთა?

5d551a61048f9
ლიკა გურაბანიძე
15.08.19 16:50
707
"საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს. 

დეპუტატის, "ევროპული საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ დასრულებულ პროექტებზე საუბრისას საზოგადოებას ახალზეც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

"რიცხვი თავისთავად საგანგაშოა, მთავრობა თავს იმართლებს, რომ ერთი დიდი პროექტი დასრულდა. აქ ჩემი მთავარი შეკითხვა არის შემდეგი, რატომ არაფერი გააკეთა მთავრობამ 2013, 2014, 2015, 2016 წლებში, რომ დაწყებულიყო ახალი პროექტები, რადგან როდესაც ერთი პროექტი მთავრდება, მეორე იწყება და ინვესტიციის ჩანაცვლება ხდება.

ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ დრო დაიკარგა და იკარგება ანაკლიაზე, ასევე თბილისის შემოვლით რკინიგზაზე, რომელიც თბილისში უზარმაზარ სივრცეს გაათავისუფლებდა და ბევრი სხვა თემაა, რომელზეც შეგვიძლია მთავრობას შეკითხვა დავუსვათ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის განმარტებითვე, იმისათვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დადებითი იყოს, სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

"ახლა უმთავრესია სამართლიანი სასამართლო სისტემა, შემდეგ – ნაკლები რეგულაციები და დაბალი გადასახადები, თუმცა სასამართლო არის უმთავრესი, იმიტომ რომ ჩვენ ხაზარაძე-ჯაფარიძის ამბავმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში არ არის სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. აქ რა ინვესტიციებზე უნდა იყოს საუბარი?", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები