"თქვენ გამოგიგზავნეთ წერილი, რომ მოგეცათ 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით თუ რომელი ბანკი კონკრეტულად როდის იქნა თქვენ მიერ შემოწმებული. პასუხად მაწვდით ამ წერილს, სადაც წერთ, რომ მხოლოდ 2013 წლიდან იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ 6 წლის წინანდელ ინფორმაციას ანადგურებთ და არ ინახავთ", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს კობა გვენეტაძე ჯალათის მსგავსად იქცევა და "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს ავრცელებს.
"ბატონო კობა, როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, ეს არ იყო კომიტეტზე გამოცხადება, მაშინ პასუხებს თავი აარიდეთ. მე მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ "თიბისი ბანკზე" მთელი ამ ორკესტრირებული შეტევის ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლი არის, ვხედავდი რა, თქვენს აკანკალებულ ხელებსა და გაწითლებულ სახეს. დღეს რომ გიყურებდით ტრიბუნაზე, თქვენ უკვე მსხვერპლი აღარ იყავით, ჯალათი იყავით ჩვეულებრივი, რომელიც ფაქტებს შეგნებულად მცდარად წარმოაჩენდით. მაგალითად, 2008 წელს, როდესაც ამბობთ “სამგორი M”-ის ინსაიდერად დაფიქსირებაზე. გაგვეცით პასუხი, ეს ტერმინი საერთოდ არსებობდა თუ არა მაშინდელ კანონმდებლობაში.
მე მაქვს ასეთი შეკითხვა, თქვენ გამოგიგზავნეთ წერილი, რომ მოგეცათ 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით თუ რომელი ბანკი კონკრეტულად როდის იქნა თქვენ მიერ შემოწმებული. პასუხად მაწვდით აი, ამ წერილს, სადაც წერთ, რომ მხოლოდ 2013 წლიდან იქნება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ 6 წლის წინანდელ ინფორმაციას ანადგურებთ და არ ინახავთ. ბევრს რომ ლაპარაკობთ, 6 წლის წინათ შეგვეძლო და ამას ავხსნით როგორ შეგეძლოთ 6 წლის წინ ბანკის შემოწმება, თქვენ თითონ მეუბნებით, რომ 6 წლის წინანდელი დოკუმენტაცია არ გაქვთ და აქ თქვენ ლაპარაკობთ 2007 და 2008 წლის ტრანზაქციაზე. ეს პირდაპირი ტყუილია, გეუბნებით, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრებით ამ საქმის დაწყება იყო ერთადერთი საშუალება უკანა რიცხვით ხელი გეფათურებინათ იქ, სადაც არანაირი დანაშაული თავის დროზე არ ყოფილა და პირდაპირ თქვენ თავადვე აღიარეთ, რომ PWC-ის ისე აქვს შემოწმებული ეს ბანკი, რომ მან 2008 წელს ვერაფერი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. უამრავი ტყუილი იყო თქვენ მიერ ნათქვამი,"- ამბობს გვენეტაძე.

























