მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიაბერაშვილი TBC-ის საქმეზე: "ამ დონის გადაწყვეტილებას პროკურატურა ივანიშვილის გარეშე არ მიიღებდა"

5c35c78eca282
თელარა გელანტია
09.01.19 13:53
695
„ამ დონის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე პროკურატურა არ მიიღებდა“, - ასე ეხმაურება“ ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვენლოვანი ახლა პროკურატურის განცხადებაა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აისახება არც ბანკის საქმიანობაზე, არც მეანაბრეებზე და არც დეპოზიტარებზე.

“ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, ეს იმას ნიშნავს, რომ სებ-ი აცნობიერებს ამ საფრთხეს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პრკურატურის განცხადების გარეშე ეროვნული ბანკის განცხადება საკმარისი არაა, თუნდაც იმიტომ რომ სებ-ის დამოუკიდებულება დაქვეითებულია”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ასეთ დიდ საფინანსო ინსტიტუტს ეხება საქმე, ამას ბუნებრივია, გავლენა ექნება ეკონომიკაზე და პროცესში მეტი გამჭირვალობაა აუცილებელი.
ჭიაბერაშვილის განმარტებითვე, ამ თემამ შეიძლება არამხოლოდ „თიბისი ბანკი“ დააზარალოს, არამედ - ზოგადად ეკონომიკა და ქვეყნის საფინანსო სექტორი.

ცნობისთვის: რამდენიმე წუთში პროკურატურა აღნიშნულ თემაზე განცხადებას გააკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები