მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს

შრომის ინსპექცია

""ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს", - აღნიშნული განცხადება დღევანდელი სამმხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

გაირკვა, რომ მაღაროელები კიდევ ერთი თვის ხელფასს აიღებენ. კომისიას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება კონკრეტული გეგმაც, სადაც ის ნაბიჯები იქნება აღწერილი, რომლის გათვალისწინებითაც მაღაროელები სამუშაოებს დაუბრუნდებიან.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ" ასევე გასცა პირობა, რომ სტრუქტურულ რეორგანიზაციას განახორციელებს. კომპანიასთან, რომელმაც კრიზისის გამო მუშაობა შეაჩერა, ახლა მოლაპარაკებებს სახელმწიფო და პროფკავშირები მართავს. სწორედ ამ სამმხრივ ფორმატის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, უზარმაზარი ფინანსური ზარალისა და დახურული წარმოების მიუხედავად, მაღაროელებისთვის ხელფასისა ჩარიცხვა.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს უშუალოდ ჭიათურაში გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ წარმოადგინა ამ შეხვედრაზე პოზიცია მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გეგმაზე. მოხდება ამ გეგმის დეტალური განხილვა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განახლებას ეხება. არის კომპანიის მზაობა, განაახლოს სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით, ასევე მზად არის, გასცეს ერთი თვის ანაზღაურება. ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული და ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები