მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ"

5cf0e84b771b0
ლიკა გურაბანიძე
31.05.19 12:37
773

"ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.

კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზმა" შეთანხმებას „თი-ბი-სი" ბანთან უკვე მიაღწია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

 მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. გასულ კვირებში მაღაროელები რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები