მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ

5cdd25bb8c0e7
BM.GE
16.05.19 12:51
727
ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. ამის შესახებ პროფკავშირების Facebook გვერდზეა გავრცელებული ინფორმაცია.

“გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა, დღეს დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან, მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. სავარაუდოდ აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ”,- ნათქვამია განცხადებაში.

მაღაროელების გაფიცვას ადასტურებენ თავად კომპანიაში. დამატებითი დეტალების შესახებ "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას გაავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები