მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელმა თვალები ამოიკერა

648f67a713b6d
BM.GE
18.06.23 23:45
988
დღეს, ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. 

დღეს მათი პროტესტის მე-13, ხოლო შიმშილობის მე-7 დღეა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსა" და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები