მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა (რ)

მანგანუმი
22.09.24 09:42
388

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა მაღაროელების ნაწილმა მაღაროები გადაკეტა და 6 თვეზე მეტია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მუშაობის უფლებას არ აძლევს, საწარმომ მილიონობით ზარალი განიცადა.

კომპანიაში ამბობენ, რომ პარალიზებული მაღაროების პირობებში კომპანია, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და რეგიონისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა არ შეუჩერებია.

“მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, მომპოვებელი საწარმოების მდგომარეობა გაუარესდა. გაურკვეველია, რატომ სტყუიან აქციის ორგანიზატორები რომ თითქოს მათ კომპენსაციები არ აუღიათ. ყოველთვიურად კომპანიის ხარჯი საშუალოდ 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც სახელფასო ფონდი 9 მილიონი ლარია, შემოსავალი კი სულ რაღაც 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამ პირობებში არ ვიცით, როდემდე შევძლებთ ხელფასების გადახდას. კომპანია მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის და ყოველდღიურად ზარალს ითვლის", - განაცხადა მაქსისმ მაზურენკომ, “ჭიათურა მენეჯმენტ კონპანის” დირექტორმა.

დღეს, ჭიათურაში წარმოებაზე პასუხისმგებელი სწორედ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ და გადამმუშავებელ საწარმოებს მართავს. კომპანიაში ამბობენ, რომ მანგანუმის ბაზარზე შექმნილი გლობალური კრიზისისა და რადიკალური აქციის ფონზე “ჭიათურა მენეჯმენტი“ ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რაც რეალურ საფუძველს აჩენს, რომ კომპანიამ ვეღარ მოახერხოს თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები