მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიათურაში რეკულტივაციის პროცესი დაწყებულია"

5b631bc13ca5c
თამუნა დემეტრაშვილი
02.08.18 19:40
698
"ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, ჭიათურის მაღაროების რეკულტივაციის პროცესი დაწყებულია. მისი თქმით, რამდენიმე კარიერის რეკულტივაცია უკვე მოხდა, დაითესა ბალახი და დაირგო ხეებიც.

,,საბედნიეროდ ბალახისც ამოვიდა და ხეებმაც გაიხარა. მალე გვექნება დროში გაწერილი დეტალური გეგმა, ჭიათურაში არსებული სხვა კარიერების, მათ შორის ძველი კარიერების, ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციისა“-განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში ,,საქმის კურსი“.

მისი თქმით, დაიხურა ერთი კარიერი, რომლისგან მომავალი ეკოლოგიური პრობლემები, უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი მუშაობის ეფექტი. ,,იმის გაუმჯობესება, რაც ათწლეულების განმავლობაში ფუჭდებოდა ერთ დღეში და ერთ თვეში, არ შეიძლება. ვიმუშავებთ გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები