მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურაში საპროტესტო აქცია იმართება - მაღაროელები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ

აქცია

ჭიათურაში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მაღაროელები და მათი ოჯახის წევრები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩავიდნენ ქალაქის ცენტრში და დღეისთვის მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობასთან შეხვედრაა.

საქმე ის არის, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით ჭიათურის მაღაროებში მოპოვებითი სამუშაოები ნოემბრიდან შეჩერდა, რაც კომპანიის განცხადებით, შუქრუთელი მაღაროელების იმ დროინდელი პროტესტით იყო განპირობებული. მაღაროების გაჩერების პერიოდში კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 60%-ის გადახდას შეჰპირდა, თუმცა როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს და ხელფასის დაგვიანებით დარიცხვა, მათ საბანკო ვალდებულებების მომსახურებისას პრობლემებს უქმნის.

ჭიათურის მაღაროელები აცხადებენ, რომ დღეს კომპანიასთან საუბარი აღარ სურთ. 3 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე სპიკერებმა 5 პუნქტიანი მოთხოვნა გააჟღერეს, აქედან უპირველესი მთავრობასთან შეხვედრა და ჭიათურის მაღაროების ხელისუფლების მართვის ქვეშ გადაცემაა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მაღაროების მართვის პასუხისმგებლობას არ აიღებს, ჭიათურელებს ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

ჭიათურაში მოსახლეობა დღეს 11:00 საათიდან იკრიბებოდა და ამ დროისთვის გამომსვლელები პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ.

BM.GE საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გასარკვევად მაღაროების მფლობელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზს" და საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„კომპანიასთან დიალოგი არ გვინდა“ - ჭიათურის მაღაროელები 5 მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები