ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისას ცვლის უფროსი დაიღუპა.
მომხდარს კომპანიაშიც ადასტურებენ. კომპანიის განცხადებით, „ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება“.
მაღაროელისა და პროტესტის მონაწილის, ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, რომელიც მან „პუბლიკას“ მიაწოდა, დაღუპულია 60 წლამდე ასაკის დავით კენჭაძე. მისივე ცნობით, ცვლის უფროსს მუშაობისას ქვა დაეცა.





















