მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი

BM.GE
20.06.23 12:43
195
მაღაროელების პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა. მედიაცია ჯერჯერობით უშედეგოა. მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. კომპანიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ხელფასის 20% ზრდა რაც მოთხოვნილია შეუძლებელია, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საჭირო 10 მლნ ლარი არ აქვთ და ვერც მის მობილიზებას ახერხებენ. 

გუშინ შუადღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ რამდენად დამაჯერებელია არგუმენტები მანგანეზის თანამშრომლებისათვის რთული სათქმელია. მათ ინფორმაცია რაც მედიასთან კომპანიის წარმომადგენლებმა გუშინ გააჟღერეს უკვე მიღებული ჰქონდათ თუმცა მოთხოვნები არ შეცვლილა. 

 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა.

სად არის სივრცე მოლაპარაკებისთვის და როგორია ამ დროისთვის საკომუნიკაციო რესურსი?

სტუმარი: თემურ სურამელაშვილი - მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები