მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურის ბლოკირება გრძელდება, მოვაწყვეთ საველე სასადილო - ტარიელ მიქაცაძე

მაღაროელი

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ტარიელ მიქაცაძის თქმით, მოახერხეს, რომ მანგანუმით დატვირთული მანქანებისთვის ქალაქი ბლოკირებულია. თუმცა ვერ ახერხებენ სხვა ნედლეულისთვის გზების ბლოკირებას.

"შეწყდა საპროტესტო აქციები. დღეიდან გადავდივართ ქალაქის [ჭიათურის] ბლოკირებაზე" - მაღაროელები

"ქალაქი ბლოკირებული გვაქვს მანგანუმით დატვირთული მანქანებისთვის. თუმცა პოლიციის მუქარის გამო, რომ დაგვიჭერდნენ, ვერ ვახერხებთ, რომ ჭიათურიდან არ გავიდეს სხვა ნედლეული.

პარალელურად, განთავისუფლებული ადამიანებისთვის და სხვებისთვისაც, ვისაც შეიძლება ჰქონდეს საკვების პრობლემა მოეწყო საველე სასადილო მერიასთან. ეს სრულად დონაციებით გახდა შესაძლებელი და ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს და დავაპურებთ როგორც მშრალი საკვებით, ასევე ხვალიდან შევთავაზებთ წვნიანსაც", - განაცხადა მიქაცაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაცია კვლავ არ მომხდარა.

პარალელურად, დღეს რუსთავში მეტალურგიული ქარხნის ორი საამქროს, ფოლადსადნობისა და სორტულის, გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

მეტალურგიის თანამშრომლები უკვე 10 დღეა გაფიცულები არიან და მათი მთავარი მოთხოვნაა: ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

პროფკავშირების წარმომადგენლები bm.ge-სთან ამბობენ, რომ დასაქმებულები ხელფასების 400-დან 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ, კომპანიის მხრიდან კი შეთავაზებაა, 4 თვის განმავლობაში ეტაპობრივად 200 ლარით გაზრდაა, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები