ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს BM.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
"ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს“, - ნათქვამია განცხადებაშია.

























